ჩვენი
ღვინოები
საფერავი
წითელი მშრალი ღვინო, მუქი ბროწეულისფერ ღვინოში მწიფე ალუბლისა და მაყვლის არომატები შესანიშნავად ერწყმება მუხისა და ვანილის ტონებს, რითაც ქმნის ტანინებით დახვეწილ დაბოლოებას. უხდება ქაბაბს, ღორის სტეიკსა და ცხვრის ხორცს. დაგემოვნებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 14-16°C
https://takarawines.ge/ge/wines/წინანდალი
თეთრი მშრალი ღვინო, ადგილწარმოშობის რქაწითელისა და მწვანეს ჯიშის ყურძნისაგან, რომელიც გაშენებულია თელავის კონტროლირებად, წინანდლის მიკრო-ზონაში, სოფელ წინანდალში. 75% რქაწითელი, 25% მწვანე, ხასიათდება ღია ჩალისფერით, მჟავე ვაშლისა და ციტრუსის ტონებით, ჰარმონიული, დაბალანსებული, გამყოლი გემოთი. უხდება თევზეულს, მოხარშულ ხორცს, გრილზე ან შამფურზე შემწვარ ფრინველის...
Learn moreახაშენი
ნახევრად ტკბილი ღვინო, დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც გაშენებულია კახეთის რეგიონში, ახაშენის კონტროლირებად მიკროზონაში. ხასიათდება მუქი ალუბლისფერით, ტყის კენკრისა და მოცხარის სურნელით, ხავერდოვანი, დახვეწილი, მომჟაო-მოტკბო დაბალასებული ტანინიანი გემოთი. უხდება თევზეულსა და ზღის პროდუქტებს, მსუბუქ ყველს, სალათებს. მოხმარების ტემპერატურა: +10-12...
Learn moreქისი
თეთრი მშრალი ღვინო, დამზადებულია ძველი ქართული ჯიშის ქისის ყურძნისგან, ხასიათდება ქარვისფერი შეფერილობით და საშუალო სხეულიანობით, არომატი გაჯერებულია ატმისა და მსხლის ტონებით,გამოირჩევა ხავერდოვანი და გამყოლი გემოთი. უხდება ბოსტნეულის კერძებს, სალათებს, მწვადს, ხაჭაპურს. სერვირებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 10-12°C.
Learn moreალაზნის ველი
წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო, დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისგან, აქვს ნაზი ხავერდოვანი ლალისფერი. ხასიათდება ალუბლისა და შავი მოცხარის არომატით, რომელიც მთავრდება ხალისიანი, სასიამოვნო მოტკბო გემოთი. უხდება ყველს ხილს და ნამცხვრებს. დაგემოვნებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 10-12°C.
Learn moreალაზნის ველი – თეთრი
ალაზნის ველი – თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო, დამზადებულია რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან, ღია ჩალისფერი, გამოირჩევა ნაზი არომატით გამოხატული ნესვის და დაშაქრული კომშის ტონებით. უხდება ბოსტნეულის კერძებს, სალათებს. დაგემოვნებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 7-10°C.
Learn moreროზე
ნახევრად ტკბილი ვარდისფერი ღვინო. დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისგან, გამოირჩევა ბროწეულისა და კოწახურის არომატებით, ხასიათდება ხალისიანი მოტკბო-მომჟავო ალუბლის ტონით. უხდება სალათებს და ტკბილეულს, ყველს. მიირთვით 6-7°C ტემპერატურაზე.
Learn moreფიროსმანი
ფირმოსმანი – წითელი ნახევრად მშრალი ღვინო, დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისაგან, მკრთალი ალუბლისფერი, ხასიათდება შავი ქლიავისა და შინდის ტონებითა და კენკრის გემოთი. უხდება ხილს, ნამცხვარს და სხვადასხვა ტკბილ დესერტს. დაგემოვნებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 10-12°C.
Learn moreფიროსმანი – თეთრი
თეთრი ნახევრად მშრალი ღვინო, დამზადებულია რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან, ღია ჩალისფერი, ხასიათდება კომშისა და მსხლის არომატებით, ბუნებრივი სიტკბოს და მჟავიანობის შეხამება აძლევს ხალისიან რბილ გემოს. უხდება თევზს და ზღვის პროდუქტებს, ყველს. დაგემოვნებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 7-10°C.
Learn moreქინძმარაული
წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო, ადგილწარმოშობის საფერავის ჯიშის ყურძნისაგან, რომელიც გაშენებულია ყვარლის კონტროლირებად, ქინძმრაულის მიკრო-ზონაში, სოფელ შილდაში. ღვინო ხასიათდება მუქი შინდისფერით, კარგად გამოხატული ჯიშური ბუკეტით, ბუნებრივი სიტკბო და მჟავიანობა განაპირობებს ხანგრძლივ დაბოლოებას. უხდება გრილზე და შამფურზე შემწვარ ღორის, ცხვრის, ფრინველის ხორცს...
Learn moreმუკუზანი
წითელი მშრალი ღვინო, დამზადებულია მუკუზანის ზონაში გაშენებული საფერავის ჯიშის ყურძნისაგან, მუქი ლალისფერი, ახასიათებს დახვეწილი კომპლექსური ბუკეტი ალუბლის, ბროწეულის, მაყვლის ტონებით. უხდება გრილზე და შამფურზე შემწვარ ღორის, ცხვრის, ფრინველის ხორცს, ყველს. დაგემოვნებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 15-17°C.
Learn more